გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაიკეტა

“მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების გამო, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი (გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) დღეს დაიკეტა.
მათივე ინფორმაციით, “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე სრულყოფილად დასრულდება საგზაო სამუშაოები – დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა.
საავტომობილო მოძრაობა 9 ნოემბერს, 08:00 საათიდან აღდგება. თბილიის მერია შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები