პრემიერ-მინისტრი ხვალ საგურამოს ეწვევა
ხვალ, 13:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ილიაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ილიას პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრება.
ილიაობის დღესასწაულის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თადეოს გურამიშვილის რესტავრირებულ მარანს გახსნის.
პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობმა“ განხორციელა. ახალი ტურისტული ობიექტი ფუნქციონირებას დაიწყებს მისი გახსნის მომენტიდან, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი – თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო.
პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას. გურამიშვილებისა და წმ. ილია მართლის ობიექტი, საგურამოში, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტი იქნება.