აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ- პოსადის მკვიდრი ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული იპოვეს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, 1974 წელს დაბადებული ვიაჩესლავ კარპოვის ცხედარი სოხუმის რაიონის სოფელ ბასლაში, სასაფლაოზე გაჩერებულ ავტომობილში აღმოაჩინეს. ადგილზე ნაპოვნია 9 მილიმეტრის კალიბრის ტყვია. სოხუმის რაიონის ე.წ. პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „განზრახ მკვლელობის“ და „იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის“ მუხლით. ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები