დამბის ჩამონგრევის შედეგად ბრაზილიაში 17 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში დამბის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედია ქალაქ მარიანასთან მოხდა. დამბა ერთ-ერთი მაღაროს მახლობლად მდებარეობდა. 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამჟამად კომპანია Samarco, რომელიც მაღაროს და დამბას ფლობს, კაშხლის ჩამონგრევის მიზეზებს ადგენს.