TIGER LILIES კონცერტი თბილისში
8 ნოემბერს, 21:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, TIGER LILIES კონცერტი გაიმართება. საღამო „ალთერ ვიჟენ ჯგუფის“ ორგანიზებით „ლაივ“ – კონცერტების ALTERNIGHTS-ის ფარგლებში ტარდება.
TIGER LILIES 1989 წელს დაარსდა. ჯგუფი დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ორიგინალური ტრიოს სახელს. TIGER LILIES სამყარო ბნელი, სარკასტული, სევდიანი და შავი იუმორით არის გაჟღენთილი. მათი მუსიკა ბერლინური კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშათა მუსიკის ნაზავია. TIGER LILIES თითოეული კონცერტი თეატრალური წარმოდგენაა.
TIGER LILIES პირველად თბილისში, მუსიკალური ფესტივალის, TBILISI OPEN AIR 2015-ის ფარგლებში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოში ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს.