დასამახსოვრებელი შეხვედრა ტიბაანის საჯარო სკოლაში
სიღნაღის რაიონის ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის ტიბაანის საჯარო სკოლამ თავის კურსდამთავრებულს, პოეტსა და ჟურნალისტს, ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ მთავარ რედაქტორს თამარ შაიშმელაშვილს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მეგობარი მწერლები, სიღნაღის საპატიო მოქალაქე, ცნობილი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი ჯუბა ღებელი, დამსახურებული ჟურნალისტი, თსუ პროფესორი, რადიოგადაცემა „საგანძურის“ ავტორი და წამყვანი ივანე ჯაფარიძე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თამარ შაიშმელაშვილის ლექსების მიხედვით დადგმული კომპოზიცია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ელენე ნაცვლიშვილი, კესო გურაშვილი, ნინო მამაიაშვილი, დიანა გურაშვილი, მარიამ აბულაშვილი, მარიამ ათანელიშვილი, სალომე შაიშმელაშვილი, თინათინ გურაშვილი, ნათია გურაშვილი, ნინო ნაბულიშვილი, დათო გურაშვილი, ლილე ლათიბაშვილი, გიორგი მაისურაძე, გიორგი ელაშვილი, იზა პაპალაშვილი, ზურაბ ნატროშვილი, ჯუმბერ კუპრაშვილი, ელენა სომხიშვილი, დავით ყატაშვილი, გიგა და გოგა გურაშვილები.
ამის გარდა, საცეკვაო ნომრებში მონაწილეობდნენ: ჯუგაანის სკოლის მოსწავლე შოთიკო ალადაშვილი და წნორის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლე ალეკო გოზალიშვილი.
„ეს იყო ორმხრივად სასარგებლო დღე, დიდი ხნის შემდეგ ვნახე ჩემი მონატრებული სკოლა, მოსწავლეები, ჩემი მასწავლებლები… და ისევ უწინდელივით დამხვდა ძლიერი მუხტი – სიყვარულისა… ისეთი, მომავალში რომ ასმაგად გაძლიერებს შემოქმედებით გზაზე. ყველა მოსწავლეს ვუხდი მადლობას, რადგან ეს საღამო სხვა ყველა შეხვედრებს შორის ძვირფასი და დაუვიწყარი იყო…
ჩვენ სკოლას ჟურნალ „ანეულის“ სხვადასხვა ნომერი, კრებულ „ერთი მოთხრობის“ (რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსის გამარჯვებულთა მოთხრობები“) ეკზემპლარები ჩავუტანეთ, ასევე – ასამდე შეგროვილი მხატვრული ლიტერატურის ნიმუში, რომელიც მოგვიტანეს ჩვენმა მეგობარმა მწერლებმა და ავტორებმა: ცირა პიტიურიშვილმა, მაია კარსელმა, ნათელა გოხელაშვილმა, მარიკა ორჯონიკიძემ, მაია მიქაიამ, დავით ჭელიძემ, ლელა თოთაძემ, გიორგი კაკაბაძემ, მაია ცერცვაძემ, ივანე ჯაფარიძემ“,- აღნიშნა თამარ შაიშმელაშვილმა.
წარმოდგენა, რომელიც მოამზადა მასწავლებელმა მარინა პატარქლიშვილმა, სკოლის დირექტორის მარინა ათანელიშვილის ორგანიზებით და თანადგომით გაიმართა.
სკოლას სტუმრად ჰყავდა სიღნაღის გამგეობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებიც.