იტალიაში ერთსქესიანთა ქორწინებები გააუქმეს

იტალიაში ერთსქესიანთა ასობით ქორწინება გააუქმეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსაჯულმა, რომელიც ადრე კათოლიკური ორგანიზაცია „ოპუს დეის“ ხელმძღვანელი იყო, ამ ქორწინებებს ლეგალური სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ გაზეთი „დეილი მეილი“ იუწყება.
აქამდე ერთსქესიანთა ქორწინებები იტალიაში დაშვებული არ ყოფილა, ვინაიდან კათოლიკურ ეკლესიას ქვეყანაში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ამასთანავე, რამდენიმე ქალაქის მერმა საკუთარი ინიცატივით გადაწყვეტილება მიიღო და მათ გეიქორწინებები დააკანონეს, რომლებიც სხვა ქვეყნებში იყო გაფორმებული.
სახელმწიფო საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ლგბტ საზოგადოება აღშფოთებული შეხვდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მსაჯულთა კოლეგიას „კათოლიკური ორგანიზაცია „ოპუს დეის“ ყოფილი პრეზიდენტი ედგა სათავეში.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, გეიაქტივისტები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები