ვინ მოიპოვებს “მის საქართველო 2015” წლის ტიტულს – ბათუმი ყველაზე ლამაზი გოგოს ასარჩევად ემზადება
დღეს საქართველო ყველაზე ლამაზ გოგოს აირჩევს. “მის საქართველო 2015”-ის ჟიური რამდენიმე ლამაზმანიდან ერთ-ერთს გამოავლენს.
კონკურსის ფინალურ შოუს ბათუმის მუსიკალურ ცენტრი მანსპინძლობს. ვინ მოიპოვებს 2015 წლის ყველაზე ლამაზის ტიტულს, ვინ მიიღებს მთავარ პრიზს, ვინ წარადგენს საქართველოს საერთაშორისო კონკურსებზე, ვინ გახდება “მის საქართველო 2015” სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
“მის საქართველო 2015”-ის გრანდიოზული შოუ 19:00 საათზე დაიწყება. „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი საქართველოს სილამაზის კონკურსებზე „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“ და „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს. კონკურსის ტოპ ხუთეული ასევე გაემგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე.
სილამაზის კონკურსს “მის საქართველო 2015” საქართველოში სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“-ს 1996 წლიდან ატარებს. გასულ წელს “მის საქართველო 2014”-ის გამარჯვებული ანა ზუბაშვილი გახდა.