თინა ხიდაშელი: საერთოდ არ მესმის ეს ისტერიკა
ადამიანი, რომელიც ებრძვის ევროკავშირს და ებრძვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მას რომ არ ჰქონდეს ნდობა ჯარისკაცების, ეს ჩემთვის გასაგებია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სიტუაცია საერთოდ არ არის საგანგაშო და მას საერთოდ არ ესმის არსებული ისტერიკა.
„ადამიანი, რომელიც ებრძვის ევროკავშირს და ებრძვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მას რომ არ ჰქონდეს ნდობა ჯარისკაცების, ვინც გუშინ ავღანეთში ნატოს ჯარისკაცის სამკლაურით იბრძოდა, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს მისი ტრაგედიაა, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი უჯარმის და მუხროვანის სამხედრო ნაწილის ხმების ბათილად ცნობას ითხოვდა.