გიგლა აგულაშვილი: საგარეჯოში არჩევნები თამარ ხიდაშელმა მოიგო
“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა, საგარეჯოს რაიონში ხმების 52% დააგროვა, – ამის შესახებ თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” კანდიდატი 574 ხმით ლიდერობს, რაც დაახლოებით 52%-ია.
“ყველა უბანი დათვლილია, ყველა უბნის ოქმი ჩვენს ხელთაა. ამ მონაცემებით ჩვენი კადიდატი 574 ხმით ლიდერობს, რაც დაახლოებით 52%-ია. ვფიქრობთ, ამ მონაცემებს ჯერ საოლქო, შემდეგ კი ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადასტურებს. საგარეჯოში არჩევნები თამარ ხიდაშელმა მოიგო”,– განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.