ბრიტანული მედია ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. საზარელ კადრებში ასახულია ნაფლეთებად ქცეული თვითმფრინავი, რომლის პირვანდელი სახით ამოცნობაც რთულია.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან ეგვიპტელი სამართალდამცავები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გვამების ნაწილის პოვნა და მათი ეგვიპტის დედაქალაქში ტრანსპორტირება უკვე მოხერხდა.
უკვე ცნობილია, რომ ბორტის ყველა მგზავრი – 217 ადამიანი დაღუპულია. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
„რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, ყველა მგზავრი დაიღუპა“, – ნათქვამია ოფიციალური ეგვიპტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი „A-321“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ -შეიხიდან დღეს დილით 06:21 საათზე აფრინდა. რეისი 9268-ის ბორტზე 217 მგზავრი (მათ შორის 17 ბავშვი) და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 25 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა. რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა ეგვეპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე განიცადა. უკვე ცნობილია თვითმფრინავის ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრთა ვინაობა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
ასევე ცნობილია მომხდარი ავიაკატასტროფის პირველი ვერსიაც. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადების თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის გათიშვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ლაინერმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ეგვიპტის ხელისუფლებამ უკვე შექმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს გამოიძიებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო, რუსეთში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული.
https://www.youtube.com/watch?v=-pjIBZchz6Y