ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერს ღამის კლუბში ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ პონტას ბუქარესტში, ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
“საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, მინდა გულით მოგისამძიმროთ და გავიზიარო გარდაცვლილთა ოჯახების, რუმინეთის მთავრობის და ხალხის მწუხარება, ხოლო დაშავებულებს ვუსურვო სწრაფი გამოჯანმრთელება. ამ გლოვის ჟამს, ჩვენს ვართ მეგობარი რუმინელი ხალხის გვერდით და ჩვენს თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვუგზავნით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. 25 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აფეთქება კლუბ “კოლექტივში”, როკ კონცერტის დროს მოხდა, რა დროსაც კლუბში 400-მდე ადამიანი იყო.