ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს და ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს და ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გავმოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდი ტრაგედიას, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.