18:00 საათისთვის საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 30,84 %-მა მიიღო
საგარეჯოს 50 საარჩევნო უბანზე 18:00 საათის მდგომარეობით, 14 221 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 30,84 %-ია, – ამის შესახებ #11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მანანა ბარიხაშვილმა განაცხადა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, #50-ე სპეცუბანზე, სადაც ქართული ჯარია დისლოცირებული, 543 ჯარისკაციდან არჩევნებში მონაწილეობა 524-მა მიიღო.
მისი თქმით, ოლქში 4 საჩივარია შემოსული, უბნებზე პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 4 საჩივარია შესული, აქედან 3 განცხადება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ერთი კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” შეიტანა.
საგარეჯოში არჩევნები 50 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც 46 011 ამომრჩეველია დაფიქსირებული.
საგარეჯოში შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუატატის თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე, გიორგი დავითაია, ირმა ინაშვილი და თამარ ხიდაშელი.