გიორგი მარგველაშვილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ქვეყნის პირველი პირი სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.