სოფელ დვანში 2 მამაკაცი დააკავეს

ქარელის რაიონის სოფელ დვანიდან ორი მამაკაცი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დავით მინდიაშვილი და ვლადიმერ მახაჭაშვილი პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.
არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. თვითმხილველთა მტკიცებით, მინდიაშვილს და მახაჭაშვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და მათი დაკავება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები