გიორგი ალიბეგაშვილი და რიმა ბერაძე „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის კურთხევისა და გახსნის ცერემონიას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, მეიდანზე, საქართველოს ეპარქიის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ტაძრის ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონია სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ შესრულდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა კონფესიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
„სურბ გევორგის“ ეკლესია ქველმოქმედთა შემოწირულობებით აღადგინეს. სამუშაოები სამი წელი გრძელდებოდა. სარესტავრაციო პროექტის საერთო ღირებულება 3,5 მილიონი აშშ დოლარია. მთავარი დონორები არიან: ბიძინა ივანიშვილი, სერგეი სარკისოვი, რუსუდან მახაშვილი, დანიელ ხაჩატუროვი, ალბერს ავდოიანი და ვარდანიანების ოჯახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები