პრემიერმა სომხეთის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრა გამართა

 

სომხეთის დელეგაციასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაფართოებული შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ პოლიტიკას.

საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები