ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო– ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტურისტული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.