“ისთ-ფოინთის” შენობაში სხვენის ნაწილი ჩამოინგრა

კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო-გასართობ ცენტრ “ისთ-ფოინთში” სხვენის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ცენტრის ერთ-ერთი თანამშრთომელი, რომელსაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
“ისთ-ფოინთი” მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ისთ -ფოინთ”-ის მესამე სართულის სხვენში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ხანძარსაწინააღმდეგებო სპრინკლერების მექანიკური ჩართვა, რის შედეგადაც მექანიკურად ამოქმედდა ხანძარსაწინააღდეგო სისტემა, რამაც გამოიწვია სხვენში შეკიდული ჭერის დასველება და დონის დაწევა.
საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის, ამ მომენტისთვის იცვლება დასველებული ჭერის ნაწილი და ხვალიდან კინოთეატრის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ამ მომენტისათვის ცენტრის დანარჩენი ობიექტბი ჩვეულებრივ აგრძელებენ ფუნქციონირებას!
ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის! აქვე თხოვნით მივმართავთ საინფორმაციო სააგენტოებს გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები