ხაჯიმბა ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ის სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.
ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის კურსი სწორად არის შერჩეული და სხვა მიდგომა არ შეიძლება არსებობდეს“.
ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„რაღაცები არ მოსწონს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ოპონენტებს. რა თქმა უნდა, ამის განხორციელება ცხოვრებაში რთულია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს პარტივი იქნებოდა? ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ ცვლილებებს“, – განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა. ხაჯიმბა პოლიტიკურ ოპონენტებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ე.წ. ხელისუფლება ყველა ოპონენტთან სათანამშრომლოდ მზად არის.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები