მანდატურმა N49 სკოლის მოსწავლე გადაარჩინა

მანდატურმა ხათუნა ხუბეჟოვმა N49 საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლე გადაარჩინა.
სადილის დროს, ბავშვს საკვები გადასცდა, რის შედეგად მოსწავლეს სუნთქვის პრობლემები შეექმნა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარება მანდატურმა გაუწია და მოსწავლე სიკვდილს გადაურჩა.
დროული რეაგირებისა და მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენისათვის, სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა მანდატურს მადლობა გადაუხადეს.
სსიპ-ის ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს გავლილი აქვთ როგორც საგანგებო სიტუაციების, ასევე პირველადი დახმარების გაწევის კურსები. მანდატურ ხათუნა ხუბეჟოვს, სწორედ მიღებული ცოდნა დაეხმარა მოსწავლის გადარჩენაში. მანდატურის სამსახური მადლობას უხდის ხათუნა ხუბეჟოვს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები