ვასილ გედევანიშვილი ხამარ მრაბიტს შეხვდა

ქალაქ ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინაში, გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ვასილ გედევანიშვილი, საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული დაცულობის ოფისის დირექტორს, ხამარ მრაბიტს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ქართულმა მხარემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქართველოს 2015-2019 წლების ბირთვული დაცულობის მხარდაჭერის ინტეგრირებული გეგმა გადასცა. გეგმა წარმოადგენს ბირთვული დაცულობის რეჟიმის განმახორციელებელი უწყებების – გარემოს დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს ბირთვული დაცულობის სფეროში საქართველოს სხვადასხვა უწყებების, უცხოური სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 2015-2019 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ინტეგრირებულ გეგმას ამ სფეროში უკვე განხორციელებულ აქტივობებთან ერთობლივ კონტექსტში, მკვეთრად განსაზღვრული ვალდებულებებით და ვადებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები