ფეისბუქმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის გვერდი დაბლოკა

სოციალური ქსელის ფეისბუქის ადმინისტრაციამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის გვერდი დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ გვერდზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საქმიანობის შესახებ.
„ჩვენი გვერდი დაიბლოკა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ამჟამად ჩვენი გვერდი ექაუნთიდან ჯგუფში გადაგვყავს“, – ნათქვამია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ჯგუფში გადაყვანის შემდეგ ყველა არსებული ინფორმაცია შენახული იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები