რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავში თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მარჯვენასაჭიან “ჰონდას” მარკის ავტომობილი, რომელსაც 17 წლის ბიჭი მართავდა, ხეს შეეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გვერდით მჯდომი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები