გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, მენატრება
„ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. რომ დავინახე, ჩემს თავში დავიჭირე, რომ მენატრება”, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ptn.ge-ს განუცხადა.
ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის “შაბათის ქრონიკასთან” ინტერვიუს გამოეხმაურა.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ივანიშვილს საქართველო უყვარს, თუმცა, მასში სახელმწიფოებრიობის აღქმა სუსტია.
„მთავარი პრობლემა მისი მოღვაწეობის არის ის, რომ მას უყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის აღქმა, მასში არის სუსტად და ეს მის ინტერვიუსაც და მოღვაწეობასაც გასდევს არც თუ სასიამოვნოდ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ინტერვიუირებისას ივანიშვილმა მწავავე შეფასებები გააკეთა.
,,იყო მწვავე შეფასებები. ის ცდილობდა, რომ ეთქვა, რომ ეს მისი მოსაზრება იყო. ეს შეფასებები არ უნდა გაიგოს ვიღაცამ, როგორც შეტევის დაანონსება პრეზიდენტზე. რამდენიმე ერთგულების მამტკიცებელი უმრავლესობიდან აუცილებლად გამოვარდება და შეეცდება ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცოს წიხლის მოქნევით პრეზიდენტის მხარეს. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანების ნაკლებობას სამწუხაროდ, ხელისუფლება არ განიცდის.”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.