ივანიშვილი: მარგველაშვილმა ბობოყვათის აგარაკი მოისურვა, ვუთხარი, როგორ უნდა იკადრო ბობოყვათის აგარაკი…
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მასსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კამათს იხსენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„ერთ-ერთი კამათის საგანს შევახსენებ მარგველაშვილს. რაც გარეთ არ გამომიტანია. ერთ-ერთს გავიხსენებ და კიდევ ბევრს გავიხსენებ და გარეთ გამოვიტან, რა ხდება რეალურად და დავხატავ სურათს, ოღონდ ახლა არა, ოდესმე… მან მოისურვა ბობოყვათის აგარაკი. მე ვუთხარი, როგორ უნდა იკადრო ბობოყვათის აგარაკი? ეს არ იყო მისი კუთვნილება და რა თქმა უნდა, არავინ მისცემდა. ეს თემაც ნამდვილად იყო ჩვენი კამათის და უთანხმოების მიზეზი”, – განაცხადა ივანიშვილმა.