ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალებზე” – ასეთი უნიჭო ხალხი არ გენახოთ, მე მგონი, დაწყევლილები არიან

“ნაციონალებმა” ვერაფრით  გაიგეს, რომ საზოგადოების ნაწილი არიან და მათზე არ უნდა იძალადონ, – ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ოპოზიციურ პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

„გარკვეულ პოპულარობას მატებს ნაციონალებს, როდესაც მე ასე ხშირად ვიხსენიებ მათ. მე მათი მტერი არასდროს ვყოფილვარ და არ მაქვს სურვილი არც ერთი მათგანის დაჩაგვრის. ხელიხელჩაკიდებულმა უნდა ვებრძოლოთ რეალურ პრობლემებს და არა ერთმანეთში ვარკვიოთ ურთიერთობები, რაც ძალიან ცუდია და ძალიან გაგვიგრძელდა. მაგრამ გაგვიგრძელდა არა იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს მათი განადგურება ან დაჩაგვრა, გაგვიგრძელდა იმიტომ, რომ ისინი ვერაფრით ვერ ახერხებენ ამას. ასეთი უნიჭო ხალხი არ გენახოთ, მე მგონი, დაწყევლილები არიან ვიღაცისგან. ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ საზოგადოების ნაწილი არიან და მათზე არ უნდა იძალადონ. ვერაფრით ვერ ამოვიდნენ ამ კალაპოტიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები