ივანიშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას” წამების კადრების გადაღება 100 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” 100 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა წამების ამსახველი კადრების გადაღება.
ივანიშვილის თქმით, ამ ფულს ყოფილი ხელისუფლების წევრები ხალხისგან იღებდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღებ ჯგუფს უნაწილებდნენ.
“რაც მოვითვალეთ, 100 მილიონ დოლარზე მეტია ხარჯები იმ კადრების გადასაღებად რომ ჯგუფი იყო შექმნილი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.