ნოდარ ხადური: ტერიტორიაზე დაკვირვება იმიტომ ხდება, რომ ვინმემ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი არ შეუშალოს

მნიშვნელოვანია, რომ “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს წყნარ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია მოხდება. “მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ხომ არ ხდება სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. ამიტომ, არაფერია იმაში ცუდი, როდესაც საზოგადოებამ ეს იცის. არ ხდება შიგნით არავის მოსმენა და არავითარი მიყურადება არ არის. ესაა ტერიტორიაზე დაკვირვება, რომ ვიღაცა არ მოვიდეს და მუშაობაში ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტებს”, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, “რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დაამონტაჟონ და ადგილზე, 24 საათის განმავლობაში, საპატულო პოლიციის ეკიპაჟებმა იმორიგეონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები