„რადგან გამოძიება დაიწყო, ესე იგი საფუძველიც არსებობს“
უკრაინული „ვიკილიქსის“ მასალების საფუძველზე ზომების მიღებისა და ფაქტების გადამოწმების აუცილებლობაზე საუბრობს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
„როცა არსებობს ინფორმაცია, გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიებით დადასტურდება, რა შედეგი იქნება – ამას გამოძიება თვითონ გადაწყვეტს. დარწმუნებული იყავით, რომ რადგან გამოძიება დაიწყო, ესე იგი შესაბამისი საფუძველიც არსებობს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.