გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის მოთხოვნით, ის მოდულის შენობაში, დაახლოებით, ნახევარ საათში უნდა გამოცხადდეს.
ვარაუდობენ, რომ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული „ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც, სავარაუდოდ, გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო გამოქვეყნებული.