ექსპერტები ამირან გიორგაძის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ

ექსპერტები „კრასნოგორსკის მსროლელის“ თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ. რუსეთის დამსახურებული იურისტი ევგენი იშენკო ამბობს, რომ გიორგაძის ცხედრის მდგომარეობა არაბუნებრივია. იშენკოს თქმით, გიორგაძის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ რამდენიმე ფაქტი აყენებს. ეს არის გიორგაძის სხეულის უჩვეულო მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი, რომ მას უცხოეთის პასპორტი ჰქონდა.
„ჩემი პროფესიული გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგაძის ხელი, მას შემდეგ, რაც მან სახეში ისროლა, ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. ამ დროს ხელი არ უნდა იდოს წელზე და ეჭიროს პისტოლეტი. მე ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ ეს გარემოებები მიუთითებს, რომ გიორგაძე მოკლეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოა“, – აცხადებს ევგენი იშენკო.

12071666_10204801960160453_33908922_nექსპერტის ეჭვებს ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ გიორგაძეს მეორე ხელშიც ჰქონდა პისტოლეტი. იშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, თუ რა მანძილიდან მოკლეს გიორგაძე – ახლო მანძილიდან თუ მიბჯენით. რაც შეეხება უცხოეთის პასპორტს, ეს, ექსპერტის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ გიორგაძე მკვლელობების შემდეგ სულაც არ აპირებდა თვითმკვლელობას და ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ ამირან გიორგაძე, რომელსაც ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის „კრასნოგოსკის მსროლელი“ შეარქვეს, ამავე რაიონის ერთ-ერთ აგარაკზე მოკლული იპოვეს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. წინასწარი ინფორმაციით, გიორგაძემ ამ სახლის ფანჯარა ჩაამსხვრია და შიგნით შევიდა. როგორც LifeNews-თვის გახდა ცნობილი, მან ამ სახლში ერთი ღამე გაატარა. ამ ეტაპზე გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს. ამ ვერსიის მიხედვით, გიორგაძემ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან პირში ისროლა.

12179030_10204801960120452_664811083_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები