გარდაცვლილი ამირან გიორგაძის ფოტოები გამოაქვეყნეს

რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს წარმომადგენელმა ელენა ალექსეევამ „ინსტაგრამზე“ გარდაცვლილი ამირან გიორგაძის ფოტოები გამოაქვეყნა.

„კრასნოდარელმა მსროლელმა“, რომლის ცხედარიც ნაპოვნია კრასნოდარის რაიონში, თავი მოიკლა, მან იარაღი თავში დაიხალა“, – ეს განცხადება ალექსეევამ რუსულ მედიასთან გააკეთა.

gkeorgadze01წინასწარი ინფორმაციით, გიორგაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით 19 ოქტომბერს დაასრულა, იმ დღეს როდესაც კრასნოდარში  მკვლელობების სერია მოხდა.
ქართველი ბიზნესმენის ცხედარი 18:50 საათზე,  ერთ-ერთ კერძო სახლში იპოვეს. მედიის ცნობით, სახლის მეპატრონემ ჩამტვრეული ფანჯარა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.
თვითმხილველებმა ე.წ სერიული მკვლელის ცხედარი საწოლზე ნახეს. მას ხელში იარაღი ეჭირა. სამართალდამცველებმა ცხედართან „მაკაროვის“ ტიპის და იარაღი და სანადირო თოფი – „საიგაც“ იპოვეს. ამჟამად შემთხვევის ადგილზე რუსი სამართალდამცველები მუშაობენ. გიორგაძის ოჯახი მომხდარით შოკირებულია.

შეგახსენებთ, რომ გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სამუშაო კაბინეტში მოკლა ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ უფროსი გიორგი კოტლიარენკო. გარდა ამისა, ქართველი ბიზნესმენი ეჭვმიტანილი იყო კიდევ ორი ადამიანის – ადგილობრივი მცხოვრებისა (ქუჩაში რიგითი გამვლელი) და ასევე, მისი ბიზნესპარტნიორის მკვლელობაშიც.  გიორგაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სერიული მკვლელობების შემდეგ,  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგაძეზე ძებნა ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა და მისი დაკავების დახმარებაში 1 მილიონი რუსული რუბლის ჯილდოც დააწესა.

აღსანიშნავია, რომ „კვირამ“ რამდენიმე დღის წინ ამირან გიორგაძის და მომხდარი დანაშაულის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.

სტატიის სანახავად იხილეთ ლინკი: ბიზნესმენი თუ სერიული მკვლელი? – ვინ არის სინამდვილეში და რას საქმიანობს რუსეთში, მკვლელობებისთვის ძებნილი ამირან გიორგაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები