საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების შემდეგ, ექსპერტებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ცნობით, ექსპერტები პრეზიდენტთან შეხვედრას დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველ პირს ვითარების განმუხტვა და დაძაბულობის დიალოგის ფორმატში გადატანა სურს.
ექსპერტები მიმართავენ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტების საერთო განწყობა სიტუაციის დეესკალაციის მოხსნისკენ იყო მიმართული. „აღმასრულებელი ხელისუფლება იმდენად ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში, რომ საზოგადოების არც ერთ ფენასთან მას დიალოგი არ აქვს და საბოლოოდ იზღუდავს თავს საზოგადოების აქტიური წევრებისაგან. ჩვენი მოწოდებაა, რომ იმ დროს, როდესაც წყდება არა მხოლოდ ერთი მედიასაშუალების, არამედ ხელისუფლების, ქვეყნის სტაბილურობის და საზოგადოების განვითარების ბედი, წამოვიდეს აღმასრულებელი ხელისუფლება დიალოგზე ექსპერტულ საზოგადოებასთან და მედიასთან. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე და მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიზიაროს ეს პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები