გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. წერილში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, პუისეგუინის მახლობლად დღეს მომხდარ ავტოკატასტროფაში დაღუპულ 44 ადამიანთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებისა და ფრანგი ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.