აბაშიძის და კარასინის შეხვედრა პრაღაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება

   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ნოემბრის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ავრცელებს. ეს ინფორმაცია აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„საუბრის დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ზოგიერთი საკითხი განიხილებოდა. გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა ნოემბერში, პრაღაში გაიმართება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ორ ქვეყანას შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და პრაღაში აბაშიძესა და კარასინს შორის დიალოგის ფარგლებში არის შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები