თსუ-ს სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია და რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. საუბარია, როგორც საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ ასევე, ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებზე. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრობლემების გამოსწორების მიზნით, შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა და დაიწყება ინტენსიური სამუშაოები მათ აღმოსაფხვრელად.