აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკი“ დააკავეს
აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე, ზაქათალას მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნგაზმალართან მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეეებმა ბაბეკ პერვიზ ოღლუ შირინოვი დააკავეს.
სააგანეტო „აპას“ ცნობით, გამოძიების დროს დადგინდა, რომ შირინოვი ადრე სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ამჟამად ის საქართველოს გავლით თურქეთში ჩასვლას ცდილობდა და იქიდან – სირიაში გადასვლას.
ასევე აზერბაიჯანმელმა მესაზღვრეებმა და პოლიციამ ოპერაციის შედეგად აფგან ნიაზ ოღლუც დააკავეს, რომელიც ბებეკ შირინოვს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამჟამად სირიის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის 400-დან 1000-მდე მოქალაქე იბრძვის.