გიორგი კვირიკაშვილი: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება, ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ინტერესში კადრების ჩვენება არ შედის. კვირიკაშვილი ქალაქებში კადრების ჩვენებას კატეგორიულად ემიჯნება. “გუშინ ვიხილე ქუჩაში შელაპარაკებები, იყო ბიზნესმენ კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება, მინდა ვთხოვო ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, რადგან ამას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება, ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მთავრობის ინტერესში და ვინც აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნები იმას, რომ ქალაქებში ასეთი რაღაცები აჩვენონ”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები