„გვარამიამ ახვლედიანს პატარა ხაფანგი დაუგო და ის გაება“

ექსპერტი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ახვლედიანსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის დიალოგი, მართლაც, შედგა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ამ საუბრის ჩანაწერიც არსებობს.
„ალექსი ახვლედიანი ამტკიცებს, რომ მას არაფერი უთქვამს, მაგრამ მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგის ჩანაწერი არსებობს და უახლოეს პერიოდში ამ ჩანაწერის გამოქვეყნებასაც ველოდები. გვარამიამ მას კიდევ ერთი პატარა ხაფანგი დაუგო, რომელშიც ახვლედიანი გაება“, -განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, მის მიმართ ჩაფიქრებული შანტაჟის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, – საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანია. “2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა, არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები