დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა.
“ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური აღმავლობა და რაც მთავარია, ქვეყანაში მიმზიდველი ეკონომიკური გარემო უნდა იყოს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.