ირაკლი სესიაშვილი: ალექსი ახვლედიანი არ არის ის თანამდებობის პირი, რომ ვიღაცის „მესიჯებს“ აქეთ-იქით ატარებდეს

“ნიკა გვარამია თუ თავის მეგობარს რაღაცას ელაპარაკება და მერე ამას გაყიდის ისე, როგორც მას ეს პოლიტიკურად აწყობს, ასე უბრალოდ არ გამოვა”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ვროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან, ალექსი ახვლედიანთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ახვლედიანი არ არის ის თანამდებობის პირი, რომ ვიღაცის „მესიჯებს“ აქეთ-იქით ატარებდეს.
„ალექსანდრე არ არის ის თანამდებობის პირი, რომ ვიღაცის „მესიჯებს“ აქეთ-იქით ატარებდეს. არც ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რაღაც მესიჯები გვჭირდებოდეს. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, რომ საზოგადოებაში რაიმე კითხვა არ გაჩნდეს.
ნიკა გვარამია თუ თავის მეგობარს რაღაცას ელაპარაკება და მერე ამას გაყიდის ისე, როგორც მას ეს პოლიტიკურად აწყობს, ასე უბრალოდ არ გამოვა”,-განაცხადა სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, მას ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველ მესიჯებს აწვდიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები