“უკრაინაშიც უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა გაირკვეს, საიდან მოხვდა ეს კადრები უკრაინულ სააგენტოზე”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სექსუალური ძალადოს ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე გამოძიება უკრაინაშიც უნდა დაიწყოს.
როგორც წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „მოამბეში“ სტუმრობისას განაცხადა, უნდა გაირკვეს, საიდან მოხვდა აღნიშნული კადრები უკრაინულ სააგენტოებზე.
„შემაშფოთა იმან, რომ ასეთი კადრები, რომლის ნახვაც არ აგვირჩევია და თავისით მოდის და გვეცემა თვალებში, იმ წამებისგან განცალკევებით, ახალი სახის ძალადობა. ეს სხვა ტიპის ძალადობაა ადამიანზე და მითუმეტეს ბავშვებზე, არასრულწლოვანებზე, მოზარდებზე და იმათზე, ვისაც არ უნდა და არ შეუძლია ამას უყუროს. ჩვენ გვახსოვს, რომ ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ „კასრების კადრების“ და სხვა კადრების აღმოჩენის შემდეგ, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს განადგურეობაში მონაწილეობდა, ისინი საჯაროდ აცხადებდნენ, რომ განადგურების პროცესი ისე უნდა მომხდარიყო, რომ არავინ ყოფილიყო ვალდებული, ამისთვის ეყურებინა იმიტომ, რომ არ უნდოდათ მათ ეს. კარგია, რომ გამოძიება საქართველოში მაშინვე დაიწყო, თუმცა უკრაინაშიც უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა გაირკვეს, საიდან მოხვდა ეს კადრები უკრაინულ სააგენტოზე და სასჯელიც უნდა იყოს ადეკვატური, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული ვიზუალური და ემოციური ძალადობისგან“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები