რაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა ქვეყანაში ესკალაციის საფრთხეზე, დაპირისპირების გაღრმავების თავიდან აცილების გზებზე და მედიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტთან შეხვედრას ჟურნალისტები: ინგა გრიგოლია, ნინო ჯანგირაშვილი, ბაია გაბადაძე, ეკა მიშველაძე ესწრებოდნენ.
როგორც ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვითარება არ გადავიდეს ბარიკადებზე.
„ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვითარება არ გადავიდეს ბარიკადებზე“, – აღნიშნა ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები