ირაკლი შოთაძე: გამოძიების პრიორიტეტია, ნიკა გვარამიას დაკითხვა მოწმის სახით

უნდა დავადგინოთ ის დეტალები, რომლებზეც ნიკა გვარამიამ გუშინ მედიასაშუალებებით ისაუბრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების პრიორიტეტია ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა.
“რუსთავი 2″-ის დირექტორის მიერ მედიასაშუალების მეშვეობით გავრცელებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს იძულებას. გამოძიების პრიორიტეტია, ამ განცხადების ავტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა მოწმის სახით, რათა გავერკვეთ იმ დეტალებში, რაზეც მან გუშინ  მედიასაშუალებებით ისაუბრა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები