თეა წულუკიანი: ჩვენ – ყველას გვავიწყდება, რომ მოსამართლეც ადამიანია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“,- ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მოსამართლემ რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ამისთვის მას ემოციური სიმშვიდე სჭირდება. მინისტრი მოუწოდებს ყველას, რომ მოსამართლეს სიმშვიდის უფლება მიეცეს.
“ჩვენ – ყველას გვავიწყდება, რომ მოსამართლეც ადამიანია. მოსამართლეს, იმისთვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, სჭირდება ემოციური სიმშვიდე. როდესაც მოსამართლეზე ხდება პერმანენტული თავდასხმები ყველა მხრიდან, როდესაც უკვე სახელმწიფოს მეთაური აკეთებს ასეთ განცხადებებს, მე მაქვს წუხილი, როგორ გაუძლებს ამ ვერბალურ ზეწოლას მოსამართლე, მაგრამ მე მჯერა, რომ მოსამართლე მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტს იმას, რაც გამომდინარეობს საქმის მტკიცებულებებიდან. მე არ ვიცი და არ უნდა ვიცოდე, რა გამომდინარეობს საქმის მტკიცებულებებიდან. ველოდები გადაწყვეტილებას, რომ გავიგოთ, სად არის სიმართლე და მოვუწოდებ ყველას, მოსამართლეს მივცეთ სიმშვიდის უფლება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.