ადა მარშანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში შეიჭრა – „თქვენ ხართ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია“ (ვიდეო)
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში შეიჭრა და ტელეკომპანიის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. როგორც მარშანიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მიუღებელია ტელეკომპანიის მიკერძოებულობა, მას არ სურს ტელეკომპანიის დახურვა.
“ჩემგან ინტერვიუს აღება “რუსთავი 2”-ს არასდროს უნდოდა და არც ახლა არ უნდა. თქვენ ხართ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია. მიუხედავად ამისა, არასდროს არ ვიქნები “რუსთავი 2”-ის დახურვის მომხრე და ძალიან გთხოვთ, ნუ წარმოაჩენთ საქმეს ისე, ვითომდა “რუსთავი 2” იხურება, ვითომ დემოკრატიის შუქურა ისპობა. აქ მიმდინარეობს მფლობელის შეცვლა-არშეცვლის პროცესი და თქვენ, როგორც ყოველთვის, დიდი ზარ-ზეიმით ამრუდებთ ვითარებასა და ფაქტებს და, რასაკვირველია, ატყუებთ მოსახლეობას. ეს ღიმილის საგანი ნამდვილად არ არის. თქვენ იტყუებით იმას, რომ “რუსთავი 2″, როგორც ტელევიზია, იხურება და დემოკრატიის შუქურა მოისპობა საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი თქვენგან”, – მარშანიამ.
ადა მარშანია პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორივე მათგანის განცხადება მისთვის მიუღებელია.