ნიკა გვარამია: პიროვნება, რომელიც შუამავალი იყო ჩემსა და ხელისუფლებას შორის, მაღალი თანამდებობის პირი არ არის

მთავარ პროკურატურაში “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. საგამოძიებო უწყება გვარამიას გუშინ მის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე დაკითხავს.
საუბარია “რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის მიმართ მუქარისა და შანტაჟის ფაქტების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე. ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან ლევან ვეფხვაძესთან ერთად იმყოფება.
“რუსთავი 2”-ის დირექტორმა პროკურატურაში მიიტანა ის ვიდეომასალა, სადაც ასახულია იმ პიროვნების “რუსთავი 2”-ში შესვლა, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები გადასცა. გვარამიას თქმით, აქ ასევე არის გარკვეული შანტაჟისა და მუქარის შემცველი ვიდეომასალა.
“ჩემი ადვოკატი არ იმყოფება საქართველოში, ამიტომ, ვიდრე ახალ ადვოკატს ვიპოვიდი, დრო დამჭირდა. შევთანხმდით, რომ ამ დროს მოვიდოდი. ვაპირებ, დღეს დავასახელო ის ადამიანი, ვინც ინფორმაცია მომაწოდა. ის ინფორმაციის მომტანი იყო მთავრობიდან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა. ეს ადამიანი ასეთად დამისახელა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეხვედრაზე – ამ ადამიანს ვიცნობ, ვენდობი მას, ურთიერთობა გვაქვს, მთავრობასთანაც აქვს ურთიერთობა, ამიტომ, ორმხრივად მისაღები იყო ეს ადამიანი ჩვენთვის,ეს ადამიანი იყო მესენჯერი ჩვენს შორის. ეს ადამიანი არ არის გედი ფოფხაძე. ის არის დაახლოებული ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი თუმცა არა მაღალი თანამდებობის პირი,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება ოჯახის წევრებზე მუქარას, გვარამიას განცხადებით, ეს უშუალოდ კონკრეტული პირის მხრიდან არ ყოფილა და რა სახისაც იყო, იმას პროკურატურას მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები