“მწამებლის ბიბლიოთეკა” – მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა წითელი საღებავებით შეღებეს (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, გუშინ გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობა წითელი საღებავებით შეღებეს. ბიბლიოთეკის შენობაზე გაკეთებულია წარწერა – “მწამებლის ბიბლიოთეკა” და მიხატულია წითელი ხელები.
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ბოთლებში ჩასხმული წითელი საღებავებიც ესროლეს, რის გამოც შენობაზე წარწერა – “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” რამდენიმე ასო დაზიანდა და ჩამოვარდა.
საპრეზინდეტო ბიბლიოთეკაში სამართალდამცავები იმყოფებიან.